ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შტაბის უფროსი ესტუმრა


ავტორი
Front News საქართველო
ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ეროვნულ თავდაცვის აკადემიას პირველად ესტუმრა.
სტუმრებს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლა. შეხვედრის დროს ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაციები აკადემიისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის შესახებ.
“აღსანიშნავია, რომ აკადემია აქტიურად თანამშრომლობს ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯთან, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის განვითარებაში, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების კუთხით.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა არსებული თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლოდ მის გაძლიერებას. სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული სახის ვიზიტები მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას სამხედრო სასწავლებლებს შორის, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება სხვადასხვა სამხედრო, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობების დაგეგმვა”, – აცხადებენ აკადემიაში.
თაგები:
თავდაცვის აკადემია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა