ეროვნულმა გვარდიამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
ეროვნულ გვარდიაში თბილისის N72 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის “ერთი დღე ჯარში” ფარგლებში ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებს ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს და გვარდიის ფუნქციასა და ამოცანებზე პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ტერიტორიული რეზერვის პროგრამის შესახებაც. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურა და გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. სტუმრები დღის ბოლოს სასადილოსაც ეწვივნენ და „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.
ღია კარის დღეები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად იმართება. ღონისძიების მიზანს საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება წარმოადგენს.
თაგები:
ეროვნული გვარდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა