
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”დელეგაცია - თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე, მეორე დღეა დიდ ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან და მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ, - ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
"პარტიის დელეგაცია დღეს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრს, სტივენ გეთინს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ განხორციელებული რეპრესიების ახალი ტალღა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქციების პოლიტიკის შესაძლო გაგრძელება.
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს პოლიტიკური ვითარება და ქვეყნის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართველი ხალხის ბრძოლას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის, ასევე პოლიტპატიმრების საკითხს და მათ გათავისუფლების აუცილებლობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს