Logo

ესპანეთის მეფე, შვეიცარიის კონფედერაციის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

პოლიტიკა
59
Frontnews image description

ესპანეთის მეფე ფილიპე, შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.

"შვეიცარიის ფედერალური საბჭოსა და შვეიცარიელი ხალხის სახელით, გულთბილად გილოცავთ პირადად თქვენ და თქვენს თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ასევე, მინდა გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები თქვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ბედნიერი და წარმატებული მომავლისთვის.

საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“, - აღნიშნულია შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი მისალოც წერილში. 

"ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის მოტივით, მსურს თქვენამდე მოვიტანო ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა ესპანეთის მთავრობისა და ხალხის სახელით.

მიიღეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისათვის“,- აღნიშნულია ესპანეთის მეფის მისალოც წერილში.

"თქვენო აღმატებულებავ, ბატონო მიხეილ, ჩემთვის უდიდესი პატივია პირადად თქვენ და თქვენი ქვეყნის მეგობარ ხალხს გულწრფელად მოგილოცოთ და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

ტაჯიკეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოსთან მრავალმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაფართოებასა და განმტკიცებას.

კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ ორივე მხარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარდა მეგობრული კავშირები და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც სტაბილურად ვითარდება.

ჩვენ დაინტერესებული ვართ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ამ ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებით და, ჩვენის მხრივ, მზად ვართ ეფექტიანად გამოვიყენოთ ამ მიმართულებით არსებული ყველა შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ გიგზავნით რა გულწრფელ მილოცვას და საუკეთესო სურვილებს, თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას, ახალ მიღწევებსა და კარგად ყოფნას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს  - კეთილდღეობას, მშვიდობას, სტაბილურობას, პროგრესსა და წინსვლას ვუსურვებ", - აღნიშნულია ემომალი რაჰმონის მისალოც წერილში. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები