ესტონეთმა კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ავტორი
Front News საქართველო
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კიდევ 19 ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესდათ.
მისივე თქმით, ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას.
"ეს პირები პირდაპირ, ან ირიბად არიან პასუხისმგებელი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები - ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს. ესტონეთი, ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას", - განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
სანქცირებულთა სიაში არიან იუსტიციის მინისტრი, გენერალური პროკურორი, პარლამენტის წევრები, პროკურორები და მოსამართლეები.
ჯამში, ესტონეთმა სანქციები 102 ქართველ ოფიციალურ პირს დაუწესა.
თაგები:
ესტონეთი




