
ავტორი
Front News საქართველო
დღეს, 8 მაისს, ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ვიზის მოთხოვნა დაეკისრათ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა განახორციელოს.
"დღეს, 8 მაისს, ესტონეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს ვიზის მოთხოვნა დაეკისრათ. ეს არის ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც თითოეულმა წევრმა სახელმწიფომ საკუთარ კანონმდებლობაში უნდა განახორციელოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას თქმით, ეს ნაბიჯი პასუხია ევროკავშირის მხრიდან, რომ ის ქართული ოცნების ნაბიჯებს არ ეთანხმება.
"დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მოთხოვნის შემოღება კიდევ ერთი ნაბიჯია იმის საჩვენებლად, რომ საერთაშორისო საზოგადოება, მათ შორის ევროკავშირი, არ ეთანხმება რიგითი ადამიანების, მომიტინგეების და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიებს, პოლიციის დაუსჯელობას და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებას საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ", - განაცხადა ცაჰკნამ.
მისივე თქმით, ევროკავშირში, ასევე, განიხილება ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა.
თაგები:
ესტონეთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს