ეწერში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
სოფელ ეწერში შიდასაუბნო გზის რეაბილიტაცია დაიწყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეწერში, ახალი უბნის 1000-მეტრიან გზის მონაკვეთზე არმირებული ბატონის საფარი იგება.
სამუშაოებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბარათაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ახალი უბნის საავტომობილო გზის მოწესრიგების სამუშაოებს ასრულებს შპს “ჯეო როუდ ინვესტი”, სამუშაოების ღირებულება 210527 ლარია, პროექტი გარდამავალია და დასრულდება 2026 წელს;
საგზაო პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
თაგები:
თერჯოლა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს