
ავტორი
Front News საქართველო
Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად (Georgia's Best for Research) დასახელდა.
Euromoney Awards for Excellence უკვე 30 წელზე მეტია, მსოფლიოს მასშტაბით აჯილდოებს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი სტანდარტებით, ინოვაციური მიდგომებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული საქმიანობით. კონკურსის ფარგლებში ფასდება როგორც ბანკები, ისე არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები და ტექნოლოგიური კომპანიები.
„მოხარული ვართ, რომ Euromoney Awards for Excellence 2026-ზე გალტ & თაგარტის საქმიანობა საერთაშორისო დონეზე კიდევ ერთხელ აღიარეს. ეს ჯილდო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმის, ყოველდღიური შრომისა და მაღალი სტანდარტებისადმი ერთგულების მნიშვნელოვანი დასტურია. მადლობას ვუხდით Euromoney-ს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის, ასევე ჩვენს მომხმარებლებსა და პარტნიორებს ნდობისა და თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი გიორგი კუპრაშვილი.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მასში 100-ზე მეტი ქვეყნიდან რამდენიმე ასეული ფინანსური ინსტიტუტი მონაწილეობდა.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს