Logo

ევგენი გრუშოვეცი – ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში

პოლიტიკა
831
Frontnews image description

ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს.

 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა 15-საათიანი ლოდინის შემდეგ მიიღო. 

 

“მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ვცდილობდი 15 საათის განმავლობაში. სხვაობა არის ძალიან დიდი ეს არ არის ის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ვხვდებოდი უკრაინაში. ფიზიკურად არის ძალიან დიდი სხვაობა. მომეჩვენა, რომ სრულიად სხვა ადამიანთან მქონდა საუბარი. 50-დღიანმა შიმშილობამ კვალი დაატყო, მან გადაიარა დიდი რეპრესიები და ამან არ ჩაიარა უკვალოდ. მიხეილ სააკაშვილს ნამდვილად სჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება და სრული რეაბილიტაციის კურსის გავლა. მე ვერ მივიღე ინფორმაცია და პასუხები როგორ მიმდინარეობს სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობა, მაგრამ სააკაშვილმა მითხრა, რომ აქვს უკეთესი პირობები. სააკაშვილმა მითხრა, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და დაიცვას საკუთარი თავი”, – განაცხადა  ადვოკატმა  “ტვ პირველთან” .

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები