Logo

ევგენი გრუშოვეცი – მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ

პოლიტიკა
643
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს სავარაუდოდ, მისი უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი მოინახულებს. ის ახლა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესასვლელად ექიმებისა და ბადრაგის ნებართვას ელოდება. 

 

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. მან საქმეში ევროკავშირის ქვეყნების ჩართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

 

“საქართველოში ჩამოსვლის მეორე მცდელობა იყო და კარგია, რომ შემოგვიშვეს. მე ვთვლი, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რადგან უკრაინაში მსგავსი ბრალდებით ციხეში არავინ ზის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე და სამომავლო გეგმებზე დაველაპარაკო.

 

მის დასახმარებლად სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს, მაგრამ მასთან შეხვედრის გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. შეგვიძლია მის საქმეში ევროკავშირის ქვეყნები ჩავრთოთ, რადგან არ შეიძლება, რომ პოლიტიკურ საქმეში მხოლოდ ერთი ან ორი სახელმწიფო დახმარებით მიაღწიო დახმარებას. იმედი მაქვს, რომ საავადმყოფოში შესვლას და მის მონახულების უფლებას მომცემენ”, – განაცხადა ევგენი გრუშოვეცმა. 

 

უკრაინელ უფლებადამცველს მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა დღეს პირველად ეძლევა. ის თბილისში რამდენიმე კვირის წინაც ჩამოფრინდა, თუმცა მაშინ ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და უკან გააბრუნეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები