
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ, წამების, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოინახულა.
მისივე თქმით, უკრაინელი ექიმები მზად არიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად საქართველოში ჩამოვიდნენ.
“უკრაინაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე საქართველოს პენიტენციური სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ, წამების, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებასთან და არასწორ მკურნალობასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, რომ არ შეუძლია ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა, გააუქმა ინსპექტორის სამსახურიც, ამიტომ დარწმუნებული ვართ, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს ამ პირთა ვინაობის დასადგენად, მათი გვარები ისედაც ცნობილია.
ჩვენ უკვე გვქონდა მთელი რიგი შეხვედრები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უკრაინელი ექიმები და ექსპერტები მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, რომ შეაფასონ, როგორი ზიანი მიაყენეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამჟამად, მისი მდგომარეობა. უკრაინაში დაბრუნებისთანავე, ყველა დოკუმენტს გადავცემთ უკრაინის გენპროკურატურის საგამოძიებო ბიუროს”, – განაცხადა გრუშოვეცმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს