Logo

ევგენი გრუშოვეცი – უნდა იყოს საერთაშორისო კონსილიუმი, რომელშიც იქნებიან უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ექიმები

პოლიტიკა
24.11.2021 / 22:26
Frontnews image description

უნდა იყოს საერთაშორისო კონსილიუმი, რომელშიც იქნებიან უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ექიმები, რომლებიც ობიექტური დასკვნის გამოტანას შეძლებენ – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველასთვის ოპტიმალური ვარიანტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობა უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გაიაროს.  

 

“დაცვის მხარე ცალსახად დაინტერესებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო გამოკვლევა- მკურნალობა-რეაბილიტაცია. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ერთიანი კომპლექსი ღონისძიებებისა, ეს არის რთული პროცედურა, მაგრამ ის უნდა იყოს ხარისხიანი. ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტებს, მე პირადად ადვოკატი, ჩემი სახელით ვსაუბრობ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინას, რადგან ვიდრე  ჩამოვიდოდა საქართველოში, ის მოღვაწეობდა უკრაინაში. 

 

ყველაფერი არსებობს იმისათვის, რომ მან მიიღოს იქ მკურნალობა. გარდა ამისა, ვფიქრობ, შესაძლებელია სხვა ვარიანტები, ჰოლანდია, გერმანია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოღვაწეობდა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ვფიქრობ, ეს არის ოპტიმალური ვარიანტი ყველასათვის, საქართველოს ხელისუფლებისათვის, უკრაინის ხელისუფლებისათის, ის, რომ ადამიანმა მიიღოს სათანადო მკურნალობა”,  – განაცხადა გრუშოვეცმა “ტვ პირველის” ეთერში. 

 

მისივე თქმით, იქ, სადაც რამდენიმე ექიმთა ბევრი ჯგუფი მუშაობს, უფრო მოსალოდნელია შეცდომის დაშვება. 

 

“ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე კონსილიუმი არსებობს, მედიკოსთა ჯგუფები, რომლებიც ეხმარებიან მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ჩვენ გვესმის, იქ, სადაც ძალიან ბევრი ჯგუფია, უფრო მოსალოდნელია შეცდომის დაშვება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა იყოს ერთი ჯგუფი, რომელშიც ჩართული იქნებიან საქართველოს ექიმები. არავინ ამბობს, რომ საქართველოში არ არიან ექიმები, რა თქმა უნდა, არიან, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უნდა იყოს საერთაშორისო კონსილიუმი, რომელშიც შევა უკრაინის, საქართველოს და სხვა ქვეყნების ექიმები, რომლებიც ობიექტური დასკვნის გამოტანას შეძლებენ. ჩვენ არ შეგვიძლია 100 პროცენტით ვენდოთ იმ სისტემას, რომელზეც მიხეილ საკაშვილიც საუბრობდა და ჩვენც ვნახეთ, რა მოხდა იქ გადმოყვანის დროს. გასაგებია, რომ ჩვენ გვინდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია პროცესი”, – განაცხადა უკრაინელმა ადვოკატმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები