ევროკავშირმა ისტორიაში პირველად თავდაცვის სტრატეგია დაამტკიცა

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა თავის ისტორიაში პირველად თავდაცვის სტრატეგია – „სტრატეგიული კომპასი“ დაამტკიცა.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი Twitter-ზე წერს.
“ევროკავშირმა ახლახან დაამტკიცა „სტრატეგიული კომპასი“, ის უზრუნველყოფს აუცილებელ ინსტრუმენტებს, რათა ევროკავშირი ნატოსთან ერთად, გახდეს გეოპოლიტიკური თავდაცვისა და უსაფრთხოების რეალური მოთამაშე“, – წერს რინკევიჩი.
მისი თქმით, ეს მხოლოდ გზის დასაწყისია და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად წარმატებით დაუჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
თაგები:
ედგარს რინკევიჩი




