Logo

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო

მსოფლიო
1151
Frontnews image description

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტი მიიღო.

 

როგორც ცნობილია, შეზღუდვები 87 ფიზიკურ და 34 იურიდიულ პირზე დაწესდა.

 

სიაში შედიან: “ალფა-ბანკი”, “როსბანკი” და “ტინკოფი”.

 

შპს “კომერციული მანქანები – GAZ Group”;  “როსატომის” მთელი რიგი საწარმოები; მედია ჯგუფი “პატრიოტი“; 

 

ასევე, ევგენი პრიმაკოვი, რუსეთის ადამიანის უფლებათა კომისარი ტატიანა მოსკალკოვა; მოსკოვის ოლქის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიაჩესლავ დუხინი; ქირურგი ლეონიდ როშალი; საწარმო „როსატომფლოტი“; რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო;  რუსეთის პირველი არხის გენერალური დირექტორის მოადგილე კირილ კლეიმენოვი; მედია ჯგუფი “Russia Today” და მისი აღმასრულებელი დირექტორი კირილ ვიშინსკი; “რუსია 24“-ის მთავარი რედაქტორი ევგენი ბეკასოვი; “ლიტერატურული გაზეთის მთავარი რედაქტორი მაქსიმ ზამშევი; სააგენტო “რეგნუმის“ მთავარი რედაქტორი მარინა ახმედოვა; საინფორმაციო სააგენტო Sputnik; Motor Sich-ის ყოფილი ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი.

 

სანქციები ასევე შეეხო ირანის ოთხ მოქალაქეს, მათ შორის საჰაერო კოსმოსური კომპანია Qods Aviation Industry-ის მმართველ დირექტორს.

Advertisement