
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
გადაწყვეტილების მიხედვით, 210 მილიარდ ევრომდე არსებული რუსული აქტივები დარჩება ევროკავშირის ტერიტორიაზე, ვიდრე რუსეთი სრულად არ გადაიხდის რეპარაციებს უკრაინისთვის მიყენებული ზიანისთვის.
"ჩვენ განვაგრძობთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, ვიდრე ისინი სერიოზულად არ მოეკიდებიან მოლაპარაკებებს“, – წერს კალასი სოციალურ ქსელში.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ მომავალ კვირას ჩანიშნული ევროპული საბჭოს სხდომა იქნება გადამწყვეტი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველსაყოფად მომდევნო წლების განმავლობაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს