Logo

ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებულ მექანიზმზე შეთანხმდნენ

პოლიტიკა
299
Frontnews image description

ევროპარლამენტის და მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, მესამე სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით მექანიზმები განახლდა.

ცვლილებების შედეგად "ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება იმ ვითარებებზე რეაგირებისთვის, როდესაც უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს".

უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი საფუძვლები კი  შემდეგნაირად განისაზღვრა:

• ქვეყნის უვიზო რეჟიმის შეუსაბამობა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან, იმ შემთხვევებში, როდესაც - ამ ქვეყნის ევროკავშირთან გეოგრაფიული სიახლოვის გამო - ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვა მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული ჩამოსვლის ზრდა.

• ინვესტორთა მოქალაქეობის სქემის მოქმედება, რომლის მიხედვითაც, წინასწარ განსაზღვრული გადახდების ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მოქალაქეობა ენიჭებათ იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ რეალური კავშირი შესაბამის მესამე ქვეყანასთან.

• ჰიბრიდული საფრთხეები და ხარვეზები დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კანონმდებლობასა და პროცედურებში.

• ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.

ასევე, აღნიშნული საფუძვლები ემატება უკვე არსებულს, როგორიცაა თავშესაფრის განაცხადების რაოდენობის ზრდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლისთვისაც თავშესაფრის აღიარების მაჩვენებელი დაბალია ან მესამე ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც უარი ეთქვათ შესვლაზე ან დადგინდა, რომ ისინი აჭარბებდნენ დარჩენის ვადას.

Advertisement