ევროპელი პარლამენტარები ვლადიმერ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას ითხოვენ


ავტორი
Front News საქართველო
36 ევროპელი პარლამენტარი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენას მოითხოვს.
დეპუტატები ნობელის კომიტეტს მიმართავენ, 31 მარტამდე ლაურეატობის კანდიდატთა სია განაახლონ და მასში, პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად, უკრაინელი ხალხიც შეიყვანონ.
“ჩვენ მოწმენი ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცისა, რომელიც უძლებს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ ამ ომს. მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები იბრძვიან დემოკრატიისა და თვითმმართველობის შესანარჩუნებლად. უკრაინის დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტიდან დაწყებული, თვალცრემლიანი მამაკაცით დამთავრებული, რომელიც ემშვიდობება ოჯახს, რათა იბრძოლოს თავისი ქვეყნისთვის, ხალხი მთელ უკრაინაში ავტორიტარიზმის ძალებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად აღდგა. მიგვაჩნია, რომ ახლა არის დრო, ვაჩვენოთ უკრაინელ ხალხს, რომ მსოფლიო მათ მხარესაა“, – აღნიშნულია წერილში.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს