ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის ოკუპაციის ზონად ოფიციალურად აღიარა

ავტორი
Front News საქართველო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 15 მარტს გამართულ სხდომაზე დნესტრისპირეთი რუსეთის ოკუპაციის ზონად აღიარა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა რეზოლუციას მხარი დაუჭირეს, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი 17 მარტს მიიღებს.
“რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა სამხედრო აგრესიის აქტი მოლდოვას რესპუბლიკის წინააღმდეგ და შესაბამისად, დნესტრისპირეთის რეგიონის ოკუპაცია“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
თაგები:
ევროპის საბჭო




