
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი "საქართველოს ისტორია, კულტურა და თანამედროვეობა“ გაიმართა.
21 აპრილს საპრიზო კატეგორიაში გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა დააჯილდოვა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით ვიცე-რექტორებმა რაულ ქირიამ და ნიკოლოზ ფარჯანაძემ მიმართეს.
კონკურსში მონაწილეობა "ევროპის უნივერსიტეტის" და "ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის" სტუდენტებმა მიიღეს.
გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი Noon Mohamed Abdelrahman Mohamed
II ადგილი - ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი Mohd Danish Raza Khan
III ადგილი - ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტი Naina Gandhi
სტუდენტების ნაშრომები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა. გამარჯვებულებს "ევროპის უნივერსიტეტისგან" შესაბამისი სერტიფიკატები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
ესეების კონკურსის მიზანი საერთაშორისო სტუდენტების წახალისება იყო რათა შეისწავლონ, გააანალიზონ და თავიანთი ხედვა გაუზიარონ საზოგადოებას საქართველოს უნიკალური კულტურული იდენტობის, ისტორიული მემკვიდრეობისა და თანამედროვეობის შესახებ.
თაგები:
"ევროპის უნივერსიტეტი"
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს