
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპის უნივერსიტეტის" ინიციატივით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პატარებისთვის უფასო სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვები მიმდინარეობს.
სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში ბავშვების უფასო გამოკვლევებში "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორებმა, სხვადასხვა დარგის პროფესიონალმა ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.
გასინჯვების პარალელურად მოზარდებს "ევროპის უნივერსიტეტში" სხვადასხვა ღონისძიებებით უმასპინძლეს. სადღესასწაულო გარემო ანიმატორებმა და ბავშვებისთვის საყვარელმა ანიმაციურმა გმირებმა შექმნეს.
ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში დღეს "ევროპის უნივერსიტეტის" სტომატოლოგიურ კლინიკა "EU Dent-ში ბავშვებისთვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურება ტარდება.
დღის ბოლოს "ევროპის უნივერსიტეტის" სტუდენტური კაპელა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ პირველ სოლო კონცერტს გამართავს.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს