
ავტორი
Front News საქართველო
“ევროპის უნივერსიტეტისა” და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ორგანიზებით, სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში 3 აპრილს კონფერენცია თემაზე "ხელოვნებისა და მედიცინის მარადიული კავშირი“ გაიმართა.
კონფერენციას დიაბეტის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელი, “ევროპის უნივერსიტეტის” ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ყურაშვილი უძღვებოდა.
ღონისძიების ფარგლებში, რამაზ ყურაშვილმა მედიცინასა და ხელოვნებას შორის არსებულ კავშირზე ისაუბრა. მან მიმოიხილა ხელოვნების სხვადასხვა ცნობილი ნამუშევარი და დამსწრე საზოგადოებას დაანახა, თუ რამდენად მჭიდრო და მრავალმხრივია ამ ორი დარგის ურთიერთკავშირი.
კონფერენციას “ევროპის უნივერსიტეტისა” და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორები ნინო ტალიაშვილი და ყარამან ქუთათელაძე ესწრებოდნენ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს