
ავტორი
Front News საქართველო
23 ივნისს, „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე - "როგორ გავხდე ადვოკატი“ გაიმართა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით „ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა ნინო ტალიაშვილმა გახსნა.
საჯარო ლექციას „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი ირაკლი ყანდაშვილი უძღვებოდა.
მომხსენებელმა მონაწილეებს ადვოკატის პროფესიის სპეციფიკა, პროფესიული განვითარების ეტაპები, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის მნიშვნელობა, ეთიკური სტანდარტები და ის პრაქტიკული უნარები გააცნო, რომლებიც იურისტისთვის წარმატებული კარიერის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ლექციას „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.
მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ პროფესიასთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ „ევროპის უნივერსიტეტის“ ვიცე-რექტორი რაულ ქირია, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკა კაველიძე და სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ლევან მესხორაძე.
თაგები:
ევროპის უნივერსიტეტი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს