FBI-ის დირექტორი – COVID 19-ის პანდემია სავარაუდოდ, ჩინური ლაბორატორიიდან წარმოიშვა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის კრისტოფერ ვრეის განცხადებით, COVID-19-ის პანდემია სავარაუდოდ, ჩინეთში ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის შედეგად წარმოიშვა.
“FBI უკვე დიდი ხანია აფასებს, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, პოტენციური ლაბორატორიული ინციდენტია უხანში, საუბარია პოტენციურ გაჟონვაზე ჩინეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი ლაბორატორიიდან”, – განაცხადა ვრეიმ.
მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა “ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩაერიოს“ ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების ძალისხმევაში, რათა დადგინდეს პანდემიის გავრცელების გარემოებები.
თაგები:
კორონავირუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს