Logo

FIFA the best-ის 2025 წლის ყველა გამარჯვებული ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია

სპორტი
160
Frontnews image description

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაჯილდოების ცერემონია ჩაატარა, სადაც სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

ღონისძიებას დოჰამ უმასპინძლა.

წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელს უსმან დემბელეს გადაეცა. საუკეთესო ქალი ფეხბურთელი კი ესპანური კლუბის “ბარსელონას” ნახევარმცველი აიტანა ბონმატი გახდა.

წლის საუკეთესო მამაკაცი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გახდა, რომელიც ამჟამად “მანჩესტერ სიტის” კარს იცავს.
წლის საუკეთესო ქალი მეკარის ჯილდოს ინგლისური კლუბის “ჩელსის” კარის დარაჯი ანა ჰემპტონი დაეუფლა.

წლის საუკეთესო მამაკაცი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ლუის ენრიკე გახდა, რომელიც ამჟამად ფრანგულ “პარი სენ-ჟერმენს” წვრთნის.

რაც შეეხება წლის საუკეთესო ქალი მწვრთნელის ჯილდოს, ის ნიდერლანდელმა სარინა ვეიმანმა მიიღო, რომელსაც ინგლისის ნაკრები ჰყავს ჩაბარებული.

არგენტინული გუნდის “ინდრპენდიენტეს” 22 წლის მოთამაშე  სანტიაგო მონტელი მამაკაცთა შორის საუკეთესო გოლისთვის დაჯილდოვდა.იგივე ჯილდო ქალთა შორის მოიპოვა ლიზბეტ ოვალმა, რომელიც მექსიკურ “ტიგრესში” ირიცხება.

Fair  Play-ის ჯილდო “რეგენსბურგის” ექიმმა ანდრეას ჰარლას ნიუკინგმა მიიღო.

რაც შეეხება წლის გუნდებს, მამაკაცთა შორის შემადგენლობაში  დონარუნა, ჰაკიმი, ვილიან პაჩო, ვან დაიკი, ნუნუ მენდეში, პედრი, ვიტინია, ჯუდ ბელინგემი, პალმერი, იამალი და უსმან დემბელე მოხვდნენ.

წლის გუნდი ქალთა შორის კი ასე დაკომპლექტდა: ჰემპტონი, ბრონზი, ვილიამსონი, პარედესი, ბატლი, ბონმატი, გუიარო, პინა, პეტულასი, რუსო და კალდენტეი.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები