გაგლოევი – რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
“არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. შექმნილ ვითარებაში პრობლემის გადაჭრის გზა არ არსებობს. ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ჩვენს რუს კოლეგებთან. დღის წესრიგიდან არ მოხსნილა”, – აღნიშნა გაგლოევმა.
მისივე თქმით, “რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოსთან სამხრეთ ოსეთთან კონტაქტების დამყარება საგარეო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა”.
“ამ ეტაპზე ჩვენ ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროებში კონტაქტების გასაზრდელად“, – აღნიშნა მან.
თაგები:
ალან გაგლოევი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა