
ავტორი
Front News საქართველო
"დინამო არენაზე" საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს "გაგრა" და "დინამო თბილისი" შეხვდნენ.
შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "გაგრის" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ეროვნული ლიგის შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, მთავრობის წევრებთან და კლუბ "გაგრის“ გულშემატკივრებთან ერთად დაესწრო.
"ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გუნდის მხარდაჭერა, რადგან ის აფხაზეთთან მჭიდრო სიმბოლური კავშირის მატარებელია. საფეხბურთო კლუბ "გაგრას“ თითოეული თამაში გვიბრუნებს იმ ემოციებს, რომელიც ჩვენი კუთხის მიმართ არსებობს და ასე ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს