“გაიგებთ, რა გააკეთა პუტინმა” – ზელენსკი სამშვიდობო გეგმის წინ ტრამპს უკრაინაში ეპატიჟება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მოხარული იქნება მისი ამერიკელი კოლეგის დონალდ ტრამპის ვიზიტით უკრაინაში, რათა აშშ-ის ლიდერმა ნახოს რუსული აგრესიის შედეგები.
“ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პოზიციას, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, განსაკუთრებით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჩამობრძანდით და შეხედეთ ხალხს, მოქალაქეებს, მეომრებს, ეკლესიებს, ბავშვებს. ჩამობრძანდით, შეხედეთ და მაშინ ვიმოქმედებთ, თუ როგორ დავასრულოთ ომი გეგმის მიხედვით. მოდით, ნახეთ და თქვენ მიხვდებით, ვისთან გაქვთ საქმე. თქვენ გაიგებთ, რა გააკეთა პუტინმა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ქალაქების დაბომბვით რუსულ ტერორზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ – “ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვენდობით რუსეთს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვენდოთ რუსეთთან მოლაპარაკებებს“.
ზელენსკიმ ასევე ისაუბრა კრემლის ნარატივების გავლენაზე ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებზე.
“როგორ შეიძლება, ხედავდე ჩვენს დანაკარგებსა და ტანჯვას, გესმოდეს, რას აკეთებენ რუსები და მაინც გჯეროდეს, რომ ისინი არ არიან აგრესორები, რომ მათ არ დაიწყეს ეს ომი? ეს მიუთითებს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის უზარმაზარ გავლენაზე ამერიკაზე, პოლიტიკასა და პოლიტიკოსებზე“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, “ტრამპი როგორც ძლიერი ქვეყნის ძლიერი პრეზიდენტი უნდა იყოს უკრაინის მხარეზე“.
“ვფიქრობ, არასწორია, რომ ამერიკას სურს იყოს ნეიტრალური“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს