გალტ & თაგარტმა სომხეთში CMS პროექტის საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა


ავტორი
Front News საქართველო
გალტ & თაგარტმა, 23 სექტემბერს სომხეთში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის (CMS)“ ფარგლებში, საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის მხარდაჭერითა და Ameria Management Advisory-თან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საჭირო ESG ინსტრუმენტების განხილვას დაეთმო.
ღონისძიებაზე განხილული იყო:
ESG-სთან დაკავშირებული ინსტრუმენტების თავისებურებები;
როგორ მუშაობს მწვანე ობლიგაციების ბაზარი;
ობლიგაციების სტანდარტული გამოშვების პროცედურები;
გამოშვების შემდგომი მოთხოვნები და ანგარიშგება.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სომხეთში უფრო ეფექტური და თვითკმარი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაა. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერას და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, მათ შორის კოორდინაციას სომხეთის ცენტრალურ ბანკთან და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთნ.
“გალტ & თაგარტის გუნდისთვის საამაყოა, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა გასულ წლებში წარმატებულად განვახორციელეთ საქართველოში, ახლა კი პროგრამას სომხეთში ვახორციელებთ. პროგრამის მთავარი მიზანი სომხეთის კაპიტალის ბაზარზე ალტერნატიული დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის ზრდა და კორპორატიული ემიტენტების დაინტერესებაა. ეს კი ადგილობრივი კომპანიებისთვის ემისიის ხარჯების თანადაფინანსების, გამოცდილების გაზიარებისა და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის გზით არის შესაძლებელი“, - აცხადებს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის უფროსი.
(R)
თაგები:
გალტ & თაგარტი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს