გამოკითხულთა 97% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ჟურნალისტთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს

ავტორი
Front News საქართველო
Edison Research-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 97% ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ჟურნალისტთა უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.
თაგები:
Edison Research




