
ავტორი
Front News საქართველო
RMF24-ის ცნობით, CBOS-ის კვლევის ისტორიაში პირველად, პოლონეთში უკრაინიდან ლტოლვილების მიღების მოწინააღმდეგეები მომხრეებს რიცხობრივად აღემატება.
გამოცემის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% ამჟამად მიიჩნევს, რომ პოლონეთმა არ უნდა მიიღოს ლტოლვილები უკრაინის ომის შედეგად განადგურებული ტერიტორიებიდან, ხოლო 42% საპირისპირო აზრს აფიქსირებს.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ასეთი შედეგია კვლევების დაწყების შემდეგ, რომლებიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ტარდება. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთანავე, გამოკითხულთა 94%-მა მხარი დაუჭირა ლტოლვილების მიღებას.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54% მიიჩნევს, რომ უკრაინიდან ლტოლვილებისთვის გაწეული დახმარება გადაჭარბებულია. გამოკითხულთა 40% საპირისპირო აზრს იზიარებს და მას საკმარისად აფასებს, ხოლო 3% მას ძალიან ცოტად მიიჩნევს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს