Logo

განახლებული მონაცემები უკრაინაში რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ

უკრაინა
687
Frontnews image description

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 100 ჯარისკაცი და ერთი ვერტმფრენი დაკარგეს, – განახლებულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 35 970 (+100) ჯარისკაცი დაკარგა.                                        

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.07-მდე:  ტანკები – 1 584 (+2), ჯავშანტექნიკა – 3 744 (+7), საარტილერიო სისტემები – 801 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 246 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 105 (+0), თვითმფრინავი – 217 (+0), ვერტმფრენები – 187 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 654 (+1), საკრუიზო რაკეტები – 144 (+0). 

 

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 618 (+4), სპეციალური ტექნიკა – 64 (+3).   

 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე დიდი დანაკარგი კრამატორსკისა და ბახმუტის მიმართულებით განიცადა.

Advertisement