
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
როგორც ჭიათურის მერიაში აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტში 10 პროექტი ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს ჭიათურაში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ინოვაციების დანერგვას.
ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანრე ციცქიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ტექნიკურ ზედამხედველებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში შემდეგი ხორციელდება: კულტურის სახლის ტერიტორიაზე სკეიდბორდის სავარჯიშო მოედნის და სკვერის მოწყობა.
წერეთლის ქუჩაზე N1 და N2 შენობის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
9 აპრილის ქუჩის N13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.
9 აპრილის ქუჩის N17-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.
9 აპრილის ქუჩის N19-ში მდებარე მრავალბინიანი
თხელიძის ქუჩაზე ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები.
წერეთლის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია.
ქორწინების სახლის ფასადის რეაბილიტაცია.
კინოს სახლის წინ არსებული ტერიტორიის მოწყობა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს