გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია


ავტორი
Front News საქართველო
“ავერსის” კლინიკიდან გუშინ გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
“იმედის” ინფორმაციით კი, გაქცევის შემდეგ 18 წელს მიუღწეველი პატიმარი საკუთარ სახლში წავიდა, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
სამი პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, გაქცეული პატიმრების საქმეზე საბადრაგო სამსახურის ერთი თანამშრომელია დაკავებული. ის იმ საბადრაგო ჯგუფის უფროსი იყო, რომელსაც პატიმრების ავერსის კლინიკაში სამედიცინო კვლევებზე გადაყვანა ევალებოდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს