Logo

გარდაბნის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილ მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებდნენ

შემთხვევა
930
Frontnews image description

გარდაბნის მუნიციპალიტეტში 60 წლის პედაგოგი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

 

სართიჭალის სკოლის ფიზკულტურის მასწავლებელის თვითმკვლელობა  სავარაუდოდ, იმ გამოძიებას  უკავშირდება, რომელიც მის წინააღმდეგ  მიმდინარეობდა.

 

პედაგოგს მოსწავლეების მიმართ გარყვნილ ქმედებაში სდებდნენ ბრალს. შეტყობინება ადგილობრივ პოლიციაში ერთი კვირის წინ შევიდა.

 

გარდაცვლილის ოჯახი ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მათი თქმით, 40-წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი ცილისწამების მსხვერპლი გახდა.

თაგები:

გარდაბანი
Advertisement