Logo

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრის ქონებრივი დეკლარაცია

პოლიტიკა
610
Frontnews image description

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წარდგინებით, ის სოხუმიდანაა  და დევნილობის შემდეგ ზუგდიდში ცხოვრობდა. 

 

ღარიბაშვილის განცხადებით,  ოთარ შამუგიამ 16 წელი იმუშავა ამ სამინისტროში. 

 

შამუგია 2020 წლის დეკემბრიდან  ამ დრომდე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.  2019 წლიდან  ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტო“ დირექტორის პირველი მოადგილე იყო,  მანამდე ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელობდა,  უფრო ადრე კი   შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის პოსტზე საქმიანობდა.

 

ახალ მინისტრს ყავს მეუღლე და სამი შვილი. 

 

რაც შეეხება ახალი მინისტრის ქონებრივ მდგომარეობას,   2021 წლის ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მინისტრის და მისი მეუღლის,  მარიამ სამხარაძის სახელზე  თბილისში რეგისტრირებული 4 ბინა. 

 

მინისტრის მეუღლე დასაქმებულია იმავე სამინისტროში მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.  

 

დეკლარაციის თანახმად, 100 00 ლარად ღირებული ბინა  ბედიას ქუჩაზე მარიამ სამხარაძემ შეიძინა 2012 წელს,   ვაჟა – ფშაველას  გამზირზე მდებარე ბინა კი მას 2016 წელს აჩუქეს.

 

რაც შეეხება გურამიშვილის გამზირზე მდებარე ორ ბინას, დეკლარაციის მიხედვით, შამუგიამ ისინი 2017 წელს შეიძინა. 

 

ახალ მინისტრს აქვს 18 ათასი აშშ დოლარი დანაზოგი და ასევე აღებული აქვს სამომხმარებლო სესხი 20 ათასი ლარის ოდენობით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები