Logo

გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია

საზოგადოება
88
გარემოს ეროვნული სააგენტო - ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია.

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

აღნიშნული განგაშის სისტემა მდ.დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისთვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან,
შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები