Logo

გედევან ფოფხაძე - 24-საათიან უწყვეტ პროტესტს რუსთაველზე აქვს თავისი მორალური და პოლიტიკური დანიშნულება

პოლიტიკა
337
Frontnews image description

ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი მორალური წილი შეტანილი ამ საერთო გამარჯვებაში. 24-საათიან უწყვეტ პროტესტს რუსთაველზე აქვს თავისი მორალური და პოლიტიკური დანიშნულება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს.

"ამ კიბეებთან 1989 წლის აპრილში საზოგადოება შიმშილობდა არა იმის იმედად, რომ კომუნისტური რეჟიმის ჩინოვნიკებს და მაშინდელ კოლაბორაციონისტული რეჟიმის წარმომადგენლებს გაუჩნდებოდათ სურვილი, მათთვის რაიმე წყალობა გაეღოთ, არამედ იმის რწმენით, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი. ეს საბედისწერო აღმოჩნდა ამ რეჟიმისთვის. მე არ მგონია, რომ დღეს საქართველო რაიმე ფორმით იმ საფრთხის წინაშე იყოს, რომ აი, ამ კოლაბორაციონისტმა რეჟიმმა მოიგოს და ხალხმა წააგოს, ხალხი ყველა შემთხვევაში გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული გარდაუვალობა, მაგრამ ჩვენც უნდა გვქონდეს ჩვენი მორალური წილი შეტანილი ამ საერთო გამარჯვებაში. 24-საათიან უწყვეტ პროტესტს რუსთაველზე აქვს თავისი მორალური და პოლიტიკური დანიშნულება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.  

გედევან ფოფხაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი რამდენიმე დღეა, პარლამენტთან შიმშილობს. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.

Advertisement