
ავტორი
Front News საქართველო
ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ პროტესტის ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს, რუსთაველის გამზირი უნდა გაძლიერდეს, იყოს 24-საათიანი პროტესტია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
"მადლიერები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები და თანამებრძოლები ჩვენზე დარდობენ. ბევრი მოვიდა და გულმხურვალე მხარდაჭერა გამოგვიხატა, მაგრამ ამ ეტაპზე მგონია, ეს პროტესტი ჩვენი არჩეული არ არის, ეს ივანიშვილის მიერ არჩეული პროტესტია, რომელმაც ქვეყანა იზოლაციისკენ წაიყვანა და საქართველოს ციხეები პოლიტპატიმრებით და სინდისის პატიმრებით გადაავსო. ამიტომ ჯერჯერობით მიგვაჩნია, რომ პროტესტის ეს ფორმა უნდა შენარჩუნდეს, რუსთაველის გამზირი უნდა გაძლიერდეს, იყოს 24-საათიანი პროტესტი. ყველას, ვინც ჩვენზე დარდობს, მოვუწოდებ, თბილი ნივთებით, ლეიბებით, საბნებით და იმ ყველაფერი დაგვეხმაროს, რაც საჭიროა, რომ დეკემბრის ყინვები გადავიტანოთ. შიმშილობის შეწყვეტის წინაპირობებს კი ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
"თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მოშიმშილეებს გუშინდელ აქციაზე მიმართა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს