გედევან ფოფხაძე - ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ეს უპარტიულობა ვაქციოთ დიდი სახალხო მოძრაობის წინაპირობად

ავტორი
Frontnews საქართველო
ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ეს უპარტიულობა ვაქციოთ დიდი სახალხო მოძრაობის წინაპირობად, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამის საშუალებას იძლევა პროტესტის მუხტი.
“რაც გააკეთა რუსეთმა უკრაინაში, ფაქტობრივად, მაგას აკეთებს დღეს იმ კუთხით, რომ მას ჰყავს მარიონეტული რეჟიმი საქართველოში. ამ კუთხით დასავლეთიდან მოლოდინი შეიძლება ის იყოს, რომ ისინი უნდა იყვნენ მხარე და არა მედიატორები. მაქსიმალურად უნდა გამოვიდნენ ქართველი ხალხის ინტერესებიდან იმიტომ, რომ ვენეციის კომისიაც არის არის უბრალოდ სტრუქტურა, რომელიც კანონმდებლობის მხარეს ამოწმებს. ევროპაც ვერ მიუდგება საქართველოს აქტიური გეოპოლიტიკური კუთხით. მათ უნდა ესმოდეთ, რომ აქეთ არის ქართველი ხალხი, რომლის ისტორიული მიზანი არის, შეიქმნას თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლებრივი სახელმწიფო და ჩვენ გადავწყვიტოთ, სად უნდა იყოს ეს სახელმწიფო. ჩვენ ეს გადაწყვეტილი გვაქვს და ორიენტაცია აღებული გვაქვს ევროპაზე. ეს არჩევანი ჯერ კიდევ მირიან მეფემ გააკეთა, როდესაც 326 წელს ქრისტიანობა მიიღო საქართველომ და ამის გადატრიალება არ იქნება ადეკვატური. არც ევროპამ და ამერიკამ არ უნდა დაიწყონ ამ შემთხვევაში ამათი განხილვა, როგორც სუბიექტის. სუბიექტი არის ქართველი ხალხი, რომელსაც ართმევენ თავისუფლებას.
რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, ეს ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის დამთავრებას და დიქტატურის დამყარებას. ის, რომ ამისკენ მიდიოდა ეს პროცესი, დიდი ხნის წინ დავინახეთ, ეს დაგვანახა 2024 წლის არჩევნებმა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ეს უპარტიულობა ვაქციოთ დიდი სახალხო მოძრაობის წინაპირობად. ეს რესურსი საპროტესტო მოძრაობას აქვს, ამიტომ, ამ საკითხმა შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გაგვიჩინოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
თაგები:
გედევან ფოფხაძე




