
ავტორი
Front News საქართველო
ხელისუფლებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოუკითხავს, მისი წარმომადგენლები ძირითადად ქილიკით არიან დაკავებულები, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის შეწყვეტის არანაირი წინაპირობა არ არის.
"ხელისუფლებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მოუკითხავს, მისი წარმომადგენლები ძირითადად ქილიკით არიან დაკავებულები, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, ნებისმიერი საპროტესტო აქტივობის მიმართ ისინი ქილიკით არიან განწყობილი და ასე პასუხობენ ნებისმიერ საპროტესტო აქტივობას.
აქციის შეწყვეტის არანაირი წინაპირობა არ არის, პირიქით, ხვალ 28 ნოემბერია და გვაქვს იმისი განცდა, რომ თბილისში, აქ, რუსთაველის გამზირზე იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც არ უნდა, რომ საქართველოში გაფორმდეს რუსული დიქტატურა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტთან 31-ე დღეა, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შიმშილობენ. მათი მოთხოვნებია - დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს