
ავტორი
Front News საქართველო
ფსონი ივანიშვილის მხრიდან კეთდება აბსოლუტურად უსახურ ადამიანებზე. მაქსიმალური უსახურობის ხარისხია ახლა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი გაჰყვეს ჯოჯოხეთურ ბრძოლაში, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას ღარიბაშვილი აღარ სჭირდებოდა და ჩახსნა პროცესიდან.
“გადაწყვეტილებებს ასეთ დაპირისპირებებში – ვინ ვის აჯობებს, იღებს ბიძინა ივანიშვილი. ასე რომ, თუ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ მას ღარიბაშვილი აღარ სჭირდებოდა და ჩახსნა პროცესიდან, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ეს არ არის კობახიძის დამსახურება და ამ ბრძოლაში კობახიძე სუბიექტი არ არის.
“ქართულ ოცნებაში” არავინ არ არის მეორე ნომერი, არის ერთი პირველი ნომერი – ბიძინა ივანიშვილი და დანარჩენი არიან არაფერი, სრული არარაობები. იქ არავის არაფერი ეკითხება.
ფსონი ივანიშვილის მხრიდან კეთდება აბსოლუტურად უსახურ ადამიანებზე. მაქსიმალური უსახურობის ხარისხია ახლა მისთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს ხალხი გაჰყვეს იმ ჯოჯოხეთურ ბრძოლაში, რომელიც გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოაწყობინოს ევროპასთან და დასავლურ სამყაროსთან, ამიტომ მე მგონია, ამ ვითარებაში ივანიშვილის არჩევანი არის მაქსიმალურად დაბალ ხარისხზე ინდივიდუალურობის”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა “ქართული ოცნება” დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს