Logo

გედევან ფოფხაძე - თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, ბუნებრივია, ჩვენ აქციას ვერ შევწყვეტთ

პოლიტიკა
109
Frontnews image description

თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ქვეყანაში იქნებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, ასეთ რეალობაში, ბუნებრივია, ჩვენ აქციას ვერ შევწყვეტთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დამთავრდეს რეპრესიები.

"უნდა დამთავრდეს ეს რეპრესიები. ჩვენ ვითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს და ვითხოვთ ყველა პატიმრის გათავისუფლებას. თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა და ქვეყანაში იქნებიან სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები, ასეთ რეალობაში, ბუნებრივია, ჩვენ აქციას ვერ შევწყვეტთ.

დღესდღეობით მხნედ ვართ და ნამდვილად არ ვფიქრობთ ჩვენს თავზე, ვფიქრობთ იმაზე, რომ ამ რეალობაში ცხოვრება არის გაუსაძლისი. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! დავუბრუნოთ ხალხს უფლება, რომ ჰქონდეს მომავალი - ეს არის მთავარი ამოცანა. უნდა ჩატარდეს ახალი სამართლიანი არჩევნები, რომ ხალხმა მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, რომელიც საზოგადოებას კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაუბრუნებს და ასევე შესაძლებლობას უკეთესი დღისა", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

Advertisement