
ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანა სრული იზოლაციისკენ მიდის, ეს ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სხვა არჩევანი არ გვაქვს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.
“ჩვენ დღეს გვჯერა, რომ ბევრნი ვიქნებით საპროტესტო აქციების ერთი წლის თავზე, რადგან ვიცით, რომ არ შეიძლება ქვეყანაში რუსულ დიქტატურას შეეგუოს ქართველი ხალხი.
ე.წ. ხელისუფლებამ პირდაპირ დაგვანახა, რომ ეს დე ფაქტო რეჟიმი ჩვენს მომავალს და ქართველი ხალხის კეთილდღეობას გამორიცხავს, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ევროპულ მომავალზე საერთოდ აღარ არის უკვე საუბარი, ქვეყანა სრული იზოლაციისკენ მიდის, ეს ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ და უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მომავალი, სხვა არჩევანი არ გვაქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
თბილისში 19:00 საათზე საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.
თაგები:
გედევან ფოფხაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს