გეკა გელაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორთან მარკ ტერვაკოსკისთან შეხვედრა გამართა.
"შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელდა. მხარეებმა ასევე განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
შეხვედრა უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში გაიმართა, რომელიც გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. ფორუმში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
გეკა გელაძე




