
ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ანდრანიკ სიმონიანთან ერთად, საზღვრის დაცვის სამსახურს ეწვია და სპეციალური ძალების სადემონსტრაციო ჩვენებას დაესწრო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მებრძოლებმა სხვადასხვა სახის სპეციალური ოპერაცია და საცეცხლე მომზადების იმიტირებული საველე დავალებები შეასრულეს.
სადემონსტრაციო წვრთნების შემდეგ, ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა სპეციალური ძალების ჯავშანტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ღონისძიების დასასრულს, გეკა გელაძემ და ანდრანიკ სიმონიანმა დაღუპული მესაზღვრეების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
თაგები:
გეკა გელაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს