Logo

Logo

გეკა გელაძემ სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსთან შეხვედრა გამართა

სამართალი
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე, ერევანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს ქრისტინე გრიგორიანს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება. გეკა გელაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისათვის მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის მჭიდრო პარტნიორობას; მხარეებმა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა დაადასტურეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეები თამაზ ბორაშვილი, ალექსანდრე მაისურაძე და დაზვერვის სააგენტოს უფროსი მიხეილ ძაგნიძე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები