Logo

გელა ხასაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა

პოლიტიკა
512
Frontnews image description

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გელა ხასაიამ 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

“ჩემ თავზე წუწუნის უფლება არც კი მაქვს, ქვეყანაში გვყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი, რომლებმაც არ იციან როდის დატოვებენ იმ 4 კედელს რომელშიც გამოკეტა რეჟიმმა.

ამ დღეებმა შემძინა კიდევ უფრო მეტი ემოციური კავშირი იმ პატიმრებთან, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან და კიდევ უფრო მძაფრად აღვიქვი რას გადიან ისინი და გაჩერება კი არა იმაზე მეტი უნდა ვაკეთოთ ყველამ, რასაც აქამდე ვაკეთებდით”, – განაცხადა გელა ხასაიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები