Logo

გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სამართალი
117
Frontnews image description

“კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრს გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო.

სასამართლო პროცესზე გელა ხასაიამ დაკავების პროცესი გაიხსენა და დეტალზე ისაუბრა.

"აქციიდან წამოვედი, დაახლოებით 21:30 საათზე. ჩავედი მეტროში და ამოვედი “სადგურის მოედანზე” - დადიანის ქუჩისკენ. როგორც კი გადავედი გზაზე, მაღაზიაში შევედი. გამოსვლისას ჩემს წინ გაჩერდა “შკოდის” მარკის ავტომობილი. ჩემს ირგვლივ გაჩნდა 10-მდე ადამიანი. ერთმა მაჯაზე მომკიდა ხელი, ტელეფონის წართმევას ცდილობდა. მოვასწარი მობილურზე ბლოკის დადება. ამის შემდეგ შევწყვიტე წინააღმდეგობა. მათ არ განუმარტავთ ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ისე ჩამტენეს მანქანაში.

მანქანაში მითხრეს, პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ერთ-ერთი ვიცანი აქციებიდან. მან მითხრა - “ხომ დაგპირდი სისხლით დაგიჭერთო და აგისრულეთო”. არ მახსოვს ამ ადამიანის სახელი, მაგრამ გავარკვევ.
ჩემი აზრით, განყოფილებაში ვიყავი მარჯანიშვილის ტერიტორიაზე. შიგნით შემიყვანეს, სადაც 20-მდე პოლიციელი იყო. არ მეუბნებოდნენ რასთან დაკავშირებით, რაზე დამაკავეს, მეც აზრზე არ ვიყავი მანდ რაზე ვიყავი. გამაშიშვლეს. მეგონა, ამით მორჩა. ისევ იგივე გააკეთეს, ოღონდ სხვა ოთახში. იყო დამცინავი საუბრები. ახსენებდნენ მზია ამაღლობელს. ასევე, მიხსენებდნენ ჩემ მეგობარ, საბა სხვიტარიძეს. მეუბნებოდნენ, ორივე მოძალადეები ხართო", - განაცხადა გელა ხასაიამ. 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. მას მოქალაქეზე ფიზიკური ძალადობა და მიმალვა ედება ბრალად. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

Advertisement