Logo

გელა ხასაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

სამართალი
132
Frontnews image description

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრს გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპატიმროს სექტემბერში დატოვებენ.

პირობების თანახმად, გელა ხასაიამ 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები