"გელოდებით 2 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან 20:00 საათზე, საიდანაც დავიწყოთ ბათუმის ევროპული მარში"


ავტორი
Front News საქართველო
გელოდებით 2 აგვისტოს, შაბათს, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან 20:00 საათზე, საიდანაც დავიწყოთ ბათუმის ევროპული მარში, - ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათივე თქმით, "ქართულ ოცნებას" მიტაცებული აქვს ხელისუფლება, რომელიც ხალხს უნდა დაუბრუნდეს.
"მოგესალმებით ბათუმიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეები 243-ე დღეა, ვეუბნებით ბიძინა ივანიშვილის რუსულ ბანდიტურ, კრიმინალურ დაჯგუფებას და მათ მსახურებს, რომ მათ უზურპირებული აქვთ საქართველოში ხელისუფლება, 60-ზე მეტი ადამიანი ჰყავთ დატუსაღებული და გაყალბებული არჩევნებით მიტაცებული აქვთ საქართველოში ყველა სახის ხელისუფლება და ეს უნდა დაუბრუნდეს ხალხს.
ჩვენი მოთხოვნები არის უცვლელი - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი არჩევნები, რომელთა შესრულებამდეც, ყველა სხვა სახის ქმედება თუ უმოქმედობა, მათ შორის ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა რამ, ყველაფერი არის ლეგიტიმაციის მიღმა.
ყველა იმ თანამოქალაქეს, ბათუმის მკვიდრს, სტუმრებს გელოდებით 2 აგვისტოს, შაბათს, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან 20:00 საათზე, საიდანაც დავიწყოთ ბათუმის ევროპული მარში", - განაცხადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
თაგები:
ბათუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს